Accessibility links

logo-print

ავღანეთში მოკლეს ინდოელი მწერალი ქალი


ავღანეთში მოკლეს ინდოელი ქალი, სუშმიტა ბენერჯი, რომელმაც სახელი გაითქვა წიგნით იმაზე, თუ როგორ დააღწია თავი თალიბანის ტყვეობას. პოლიციის ცნობით, თალიბმა ექსტრემისტებმა ბანერჯის ოთხშაბათს საღამოს ესროლეს მისსავე სახლთან, პაქტიკის პროვინციაში, შემდეგ კი მისი გვამი რელიგიურ სასწავლებელთან დამარხეს. ბანერჯი 49 წლის იყო. მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია. სუშმიტა ბანერჯი 1989 წელს, ავღანელ ბიზნესმენზე დაქორწინების შემდეგ გადასახლდა ინდოეთიდან ავღანეთში. მისი წიგნი, რომელიც 1995 წელს თალიბანის ტყვეობიდან გაქცევას ასახავს, „კაბულივალას ბენგალელი ცოლი“, ბესტსელერი გახდა ინდოეთში. ამ წიგნის მიხედვით ბოლივუდში ფილმიც გადაიღეს.
XS
SM
MD
LG