Accessibility links

"დიდი ოცეულის" სამიტის მონაწილეები სირიაზეც მსჯელობენ


სანქტ-პეტერბურგი "დიდი ოცეულის" სამიტს მასპინძლობს. მსოფლიოს ეკონომიკურად წამყვანი 20 ქვეყნის ლიდერები ეკონომიკის ზრდაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, საბანკო სექტორის გამჭვირვალობაზე მსჯელობენ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა, ასე განმარტა "დიდი ოცეულის" მთავარი ამოცანა: „ჩვენი მთავარი ამოცანაა გლობალური ეკონომიკის დაბრუნება მდგრად და ბალანსირებულ ზრდასთან. ეს ამოცანა, სამწუხაროდ, ჯერ არ შესრულებულა. ამდენად, შენარჩუნებულია სისტემიდან გამომდინარე რისკებიც - პირობები მწვავე კრიზისული რეციდივისათვის.“ სირიის კონფლიქტი მართალია, არ შედის "დიდი ოცეულის" სამიტის ოფიციალურ პროგრამაში, მაგრამ ხუთშაბათს გაკეთდა განცხადება, რომ ამ პრობლემაზეც იმსჯელებენ. მოსალოდნელია, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა შეეცდება, შეხვედრის მონაწილეები დაარწმუნოს დამასკის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის მართებულებაში, სირიის მმართველი რეჟიმის მიერ, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღის გამოყენების გამო. პუტინის თქმით, სირიაში ნებისმიერი სამხედრო აქცია „აგრესია“ იქნებოდა.
XS
SM
MD
LG