Accessibility links

მექსიკისა და ბრაზილიის პრეზიდენტებმა ბარაკ ობამასთან თვალთვალის საკითხი განიხილეს


მექსიკისა და ბრაზილიის პრეზიდენტებმა დიდი ოცეულის სამიტის კულუარებში აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან განიხილეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მათ აშშ-ის უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო უთვალთვალებდა. მონაცემები ორი პრეზიდენტის, ენრიკე პენია ნიეტოსა და დილმო რუსეფის თვალთვალის შესახებ პირველ სექტემბერს გამოქვეყნდა. მექსიკის პრეზიდენტის განცხადებით, ობამამ პრეზიდენტებს პირობა მისცა, რომ შეეცდება გაერკვეს მექსიკისა და ბრაზილიის პრეზიდენტების თვალთვალის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში.
XS
SM
MD
LG