Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამანტა პაუერი: საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთის მძევალია


გაეროში ამერიკის მუდმივმა წარმომადგენელმა სამანტა პაუერმა რუსეთი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რუსეთს საერთაშორისო თანამეგობრობა მძევლად ჰყავს აყვანილი, რადგან მოსკოვი ბლოკავს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებისათვის საპასუხო ქმედებებს. პაუერის სიტყვებით, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა გაანადგურა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციის პროექტი სირიის კონფლიქტის თაობაზე, ამ პრობლემის გადაჭრის გზები აღარ დარჩა. როგორც ბიბისის კორესპონდენტი იტყობინება, სამანტა პაუერის ტონი საკმაოდ მკაცრი იყო. ეს განცხადება გაეროს წარმომადგენელმა დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში გამართულ სამუშაო ვახშამზე გააკეთა. გაეროს ინფორმაციით, კონფლიქტის დაწყებიდან, 2011 წლიდან, სირიაში 100 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 2 მილიონზე მეტმა სირიელმა მეზობელ ქვეყნებს შეაფარა თავი; 4 მილიონი ადამიანი კი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ დროებით ბანაკებში ცხოვრობს.
XS
SM
MD
LG