Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენრიკო ლეტას განცხადებით, ”დიდი ოცეულის“ ქვეყნების ლიდერებს შორის სირიის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა


„ნათელია, რომ „დიდი ოცეულის“ ქვეყნების ლიდერებს შორის სირიის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა. ეს კარგად გამოჩნდა ვახშმის დროს, სადაც სირიის საკითხი განიხილებოდა“, აცხადებს იტალიის პრემიერ მინისტრი ენრიკო ლეტა. მან ამის შესახებ ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა. ვლადიმირ პუტინმა სირიის საკითხის თემის განხილვა „დიდი ოცეულის“ მონაწილეებს ვახშმისას, პეტერგოფში შესთავაზა.
XS
SM
MD
LG