Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილი: "ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას საქართველოსთვის ალტერნატივა არა აქვს"


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევრაზიული კავშირის შესახებ მისი განცხადების გამო ატეხილი აჟიოტაჟით გაკვირვებულია. პრემიერმა ამის თაობაზე განცხადება გაავრცელა. პრემირის თქმით, ის პოლიტიკაში მსოვლის შემდეგ იმეორებს, რომ საქართველოს „ძირითადი სტრატეგია ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაა და ეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია“. ივანიშვილმა კიდევ ერთხე განმარტა, რას გულისხმოქბდა ევრაზიულ კავშირთა დაკავშირებით: „თუ ევრაზიულ კავშირს რაიმე თანხვედრა ექნება ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან, ისე, რომ არ შეეწინააღმდეგება საქართველოს მიერ გაცხადებულ ძირითად სტრატეგიას, მომავალში ამ საკითხსაც განვიხილავთ. და კიდევ გავიმეორებ: რატომაც არა?! საქართველოს სჭირდება ურთიერთობების დალაგება როგორც მეზობელ ქვეყნებთან, ისე სტრატეგიულ პარტნიორებთან. ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ვალდებული ვართ მოვაწესრიგოთ ეს ურთიერთობები ყველასთან და, რა თქმა უნდა, რუსეთთანაც, ფიქრობს პრემირ-მინისტრი, რომელიც იმეორებს ამ განცხადებაში, რომ „ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას საქართველოსთვის ალტერნატივა არა აქვს – ეს ჩვენი პოლიტიკის ქვაკუთხედია.“
XS
SM
MD
LG