Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლატვიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა


საქართველოს პრემირ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ლატვიაში ვიზიტის დროს, შეხვდა ამ ქვეყნის პრემიერს, ვალდის დომბროვსკის. შეხვედრა ლატვიის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში გაიმართა. შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ლატვიის გამოცდილების გაზიარებას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. პრემიერებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო, როგორც პოლიტიკური ურთიერთობების, ისე ეკონომიკურ, კულტურულ, ენერგეტიკულ, სატრაპორტო თუ სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების საკითხებს. შეხვედრას ქართული დელეგაცია სრული შემადგენლობით დაესწრო. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკას დღეს ესტუმრა. დღესვე, ბიძინა ივანიშვილი ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდება. გაიმართება შეხვედრა ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერთან. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია.
XS
SM
MD
LG