Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გენერალური მდივანი: უნდა გადავლახოთ სირიის გამო აზრთა სხვადასხვაობა


ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გადალახოს განხეთქილება სირიის საკითხის გარშემო. 6 სექტემბერს, ვილნიუსში პრესკონფრენციაზე, რასმუსენმა შემდეგი გამოაცხადა: „მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, გადალახოს სირიის გამო განხეთქილება. ვფიქრობ, საერთაშორისო თანამეგობრობას აკისრია პასუხისმგებლობა, დაიცვას და გაატაროს ქიმიური იარაღის საერთაშორისო აკძრალვა. ესეცაა მიზეზი, რატომ ვთვლი, რომ გვჭირდება მტკიცე საერთაშორისო რეაქცია იმაზე, რაც ვიხილეთ სირიაში: გამოყენება, რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება“, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
XS
SM
MD
LG