Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიდერლანდის სასამართლო: ნიდერლანდის სახელმწიფოს შეიძლება სრებრენიცაში დახოცილების გამო პასუხისმგებლობა დაეკისროს


ნიდერლანის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ნიდერლანდის სახელმწიფოს შეიძლება დაეკისროს პასუხიმგებლობა იმ სამი ბოსნიელი კაცის სიკვდილისთვის, რომლებიც გაეროს სამშვიდობო შენაერთის ნიდერლანდელმა ჯარისკაცებმა განდევნეს გაეროს, სრებრენიცაში მდებარე ობიექტიდან 1995 წელს. ეს სამი კაცი იყო იმ რვა ათას ბოსნიელ კაცს შორის, რომლებიც ბოსნიელ სებრთა ჯარმა, გენერალ რადკო მლადიჩის მეთაურობით, დახვრიტა. სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტა ითვლება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სასტიკ ხოცვა-ჟლეტად. ამ დაგენილებით საბოლოოდ დამტკიცდა სააპელაციო სასამართლოს წინა გადაწყვეტილება. ეს გზას უხსნის მსხვერპლის ნათესავებს, კომპენსაცია მიიღონ ნიდერლანდებისგან.
XS
SM
MD
LG