Accessibility links

logo-print

სასამართლომ არ დააკმაყოფილა სალომე ზურაბიშვილის სარჩელი


თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სალომე ზურაბიშვილის სარჩელი ცსკ-ის წინააღმდეგ. საარჩევნო ადმინისტრაციამ პარტია ”საქართველოს გზის” საპატიო თავმჯდომარეს უარი უთხრა საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად რესგიტრაციაზე და მიზეზად ის დაასახელა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს პრეზიდენტის პოსტის დაკავებას უკრძალავს. თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილის ინტერესების დამცველი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ აკრძალვა შეეხება პრეზიდენტის თანამდებობას და არა კანდიდატად რეგისტრაციას. თბილისის საქლაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სალომე ზურაბიშვილი და მისი ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
XS
SM
MD
LG