Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგა ბოკერია: იმედია, საქართველოში მიმდინარე ძალიან საგანგაშო პროცესები ქვეყანას ხელს არ შეუშლის


რიგაში საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისთვის იმყოფება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანიც. "ჩვენ ყველანი მოწადინებული ვართ, რომ ვილნიუსის სამიტი წარმატებული იყოს და იმედია, საქართველოში მიმდინარე ძალიან საგანგაშო პროცესები ქვეყანას ხელს არ შეუშლის”, - განუცხადა ჟურნალისტებს გიგა ბოკერიამ. მან აღნიშნა, რომ საგანგაშო პროცესებში გულისხმობს პოლიტიკურ რეპრესიებს მთავარი ოპოზიციური ძალის წინააღმდეგ, ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის წინასწარ პატიმრობაში ყოფნას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, დაუსჯელ ძალადობას და პრემიერის სკანდალურ განცხადებას ევრაზიულ კავშირზე. ”იმედია, ეს შეჩერდება, შემოტრიალდება და ვილნიუსის სამიტზე საქართველოს ხელს არ შეუშლის ", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
XS
SM
MD
LG