Accessibility links

სამეურვეო საბჭომ თანამდებობიდან დაითხოვა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ბოლო 6 თვის განმავლობაში თანამდებობიდან მეორედ დაითხოვა მაუწყებლის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ და 8 წევრმა გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მიიღეს და გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დირექტორის პირველი მოადგილე თამაზ ტყემალაძე დანიშნეს. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ემზარ გოგუაძემ გიორგი ბარათაშვილისთვის უნდობლობის გამოცხადების მიზეზად ის დაასახელა, რომ მან საბჭოს ვერ წარუდგინა ახალი სატელევიზიო სეზონის გადაცემების აღწერილობა და ფინანსური დასაბუთება და შექმნა პრობლემები, რომლებსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი შესაძლოა, რთულ შედეგებამდე მიეყვანა.
XS
SM
MD
LG