Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიგაში გაიმართა ლატვიის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა


დღეს რიგაში გაიმართა ლატვიის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა, რომელსაც სრული შემადგენლობით დაესწრო საქართველოს სამთავრობო დელეგაცია. ბიძინა ივანიშვილმა ანდრის ბერზინშს მადლობა გადაუხადა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერმა ლატვიისადმი მადლიერება გამოთქვა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში აქტიური ძალისხმევისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისთვისაც. გაფართოებული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლატვიის პრეზიდენტი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ერთმანეთს პირისპირ ესაუბრნენ.
XS
SM
MD
LG