Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნიმ ბოლო წინასაარჩევნო აქცია გამართა


რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა, ალექსეი ნავალნიმ, მოსკოვის მერობისთვის წარმოებული წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბოლო შეხვედრა გამართა. ნავალნის ოფისის წარმომადგენლების თქმით, მოსკოვის ცენტრში 15,000-მდე ადამიანი შეიკრიბა აქციაზე, რომელიც როკ-კონცერტით გაიხსნა. ნავალნიმ აქციაზე მისულ ხალხს განუცხადა, რომ წინასაარჩევნო კამპანია უსამართლო იყო და მთავრობას არჩევნების გაყალბების მცდელობაში დასდო ბრალი. დღეს პარალელური აქცია გამართა კრემლის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, მოქმედმა მერმა სერგეი სობიანინმა. ანალიტიკოსების ვარაუდით, კვირას დანიშნულ არჩევნებში გამარჯვებას სობიანინი მოიპოვებს, ნავალნი კი მეორე ადგილზე გავა, ხმათა დაახლოებით 18 პროცენტით. ივნისში ნავალნის ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ფინანსური მაქინაციების წარმოების ბრალდებით, თუმცა სააპელაციო პროცედურების დასრულებამდე თავისუფალი დატოვეს. თავად ნავალნი ბრალდებებს უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG