Accessibility links

logo-print

ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი იტალიელ რეჟისორს ჯანკარლო როზის მიენიჭა


ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი, „ოქროს ლომი“ მიენიჭა იტალიელი კინორეჟისორის, ჯანკარლო როზის დოკუმენტურ ფილმს „Sacro GRA“-ს, რომელიც მოგვითხრობს რომის გარშემო წრიულ მაგისტრალთან მცხოვრებ ადამიანებზე. „ვერცხლის ლომის“ მფლობელი, საუკეთესო რეჟისურისთვის, გახდა ბერძენი რეჟისორი ალექსანდროს ავრანასი, ფილმისთვის „ქალბატონი სისასტიკე“. ამ ფილმში კაცის როლის შემსრულებელი, ტემის პანუ, საუკეთესო მსახიობად აღიარეს. საუკეთესო მსახიობის პრიზი მიანიჭეს, იტალიელ მსახობს, ელენა კოტას როლისთვის ემი დანტეს ფილმში, „კასტელან ბანდიერის ქუჩა“. ჟიურის მთავარი პრიზი გადასცეს ტაივანელი რეჟისორის, ცაი მინლიანის ფილმს, „მოხეტიალე ძაღლები“.
XS
SM
MD
LG