Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკოში პრეზიდენტობის მსურველი 54 პირის განაცხადი შევიდა


საქართველოს პრეზიდენტობის სურვილი 54-მა კანდიდატმა გამოთქვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირების მიზნით წარმოდგენილი განცხადებების მიღება დასრულდა. მიღების ვადა 7 სექტემბერს 18.00 საათზე ამოიწურა.
ცესკოს სულ 54-მა მსურველმა მიმართა. აქედან 12 პოლიტიკური პარტიაა და 42 -- საინიციატივო ჯგუფი. ამ დროისთვის რეგისტრაციაზე უარი ოფიციალურად 6 საინიციატივო ჯგუფს ეთქვა. ოფიციალურად რეგისტრირებულია 5 პრეზიდენტობის კანდიდატი: მიხეილ-გელა სალუაშვილი; შალვა ნათელაშვილი; ნესტან კირთაძე; გიორგი მარგველაშვილი და გიორგი ლილუაშვილი.
საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციის გავლის მიზნით ყველა კანდიდატმა არანაკლებ 26 530 მხარდამჭერის ხელმოწერა (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75) უნდა წარმოადგინოს. 17 სექტემბერს მხარდამჭერთა ხელმოწერების წარდგენის ვადა იწურება. კანდიდატთა რეგისტრაციის პროცესი კი 27 სექტემბერს დასრულდება.
XS
SM
MD
LG