Accessibility links

logo-print

ტოკიო ისტორიაში მეორედ უმასპინძლებს ოლიმპიურ თამაშებს


წუხელ, ბუენოს-აირესში, არგენტინაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის კონგრესზე გადაწყდა, რომ 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ტოკიოში გაიმართება. იაპონიის დედაქალაქს მხარ დაუჭირა 60 პირმა, სტამბოლს 36-მა. ეს ორი ქალაქი ფინალში ერთმანეთის პირისპირ დარჩა მას მერე, რაც სტამბოლმა აჯობა მადრიდს. ტოკიო აირჩიეს მიუხედავად შეშფოთებისა, რომელიც უკავშირდება რადიაციის გაჟონვას ფუკუშიმის ბირთვულ ელექტროსადგურზე, სადაც კატასტროფა მოხდა 2011 წელს, მიწისძვრის და ცუნამის შემდეგ. ტოკიო მეორედ მასპინძლობს ოლიმპიურ თამაშებს, პირველად ოლიმპიადა იქ 1964 წელს გაიმართა. სამივე ქვეყნის, იაპონიის, თურქეთის და ესპანეთის პრემიერ- მინისტრები იყვნენ ჩასული არგენტინაში, რათა თავიანთი ქვეყნებისთვის მხარი დაეჭირათ. 2016 წლის ოლიმპიადა ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში იმართება.
XS
SM
MD
LG