Accessibility links

logo-print

საფრანგეთი და აშშ თვლიან, რომ სირიაზე სამხედრო თავდასხმის მომხრეთა რიცხვი იზრდება


საფრანგეთი და აშშ აცხადებენ, რომ იზრდება საერთაშორისო მხარდაჭერა სამხედრო თავდასხმისა სირიაზე, ამ ქვეყნის მთავრობის დასასჯელად, რომელმაც, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღი იხმარა. ამასთან, პარიზში გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ გამორიცხავს, გაეროს უშიშროების საბჭოში დაბრუნებას, ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების თაობაზე გაეროს ინსპექტორების ანგარიშის წარმოადგენის შემდეგ, რათა უზრუნველყოს სირიის შესახებ რეზოლუცია. კერიმ თქვა, რომ ორნიშნა რიცხვით განისაზღვრება რაოდენობა ქვეყნებისა, რომლებიც მზად არიან სამხედრო მოქმედებაში ჩართვისთვის. საფრანგეთი თავიდან ერთადეთრი ქვეყანა იყო, რომელმაც საჯაროდ გამოაცხადა, ვაშინგტონს სამხედრო ოპერაციაში შევუერთდებიო. კერიმ თქვა, რომ პრეზიდენტმა ობამას გადაწყვეტილება ჯერ არ აქვს მიღებული. შაბათს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრალად დასდეს სირიის მთავრობას, რომ მან 21 აგვისტოს ქიმიური თავდასხმა მოაწყო და გამოთქვეს მოწოდება, ცხადი და მძლავრი რეაგირებისკენ. თუმცა, განცხადებაში არ იყო ნათქვამი სამხედრო ოპერაციაზე. ევროკავშირის ამ განცხადებით, გაეროს ინსპექტორების დასკვნის გამოცხადებამდე რეაგირება არ უნდა მოხდეს.
XS
SM
MD
LG