Accessibility links

logo-print

სირიელმა მეამბოხეებმა ქრისტიანებით დასახლებული ქალაქი დაიკავეს


სირიელმა მეამბოხეებმა დაიკავეს ქალაქი მაალულა, დამასკიდან 50 კილომეტრში მდებარე, ისტორიულად ქრისტიანებით დასახლებული პუნქტი. ლონდონში დაფუძნებულ სირიელ აქტივისტთა ცნობით, სირიის სამთავრობო ძალები შეეცადნენ ქალაქის ტერიტორიის ნაწილის დაკავებას, მაგრამ მეამბოხეთა წინააღმდეგობა ვერ გადალახეს. მეამბოხეთა იერიშს მეთაურობს ჯაბფათ ალ ნუსრა, რომელიც შიშს ჰგვრის სირიელებს და რელიგიურ უმცირესობებს, მის რიგებში რელიგიური ექსტრემიზმის გამო.
XS
SM
MD
LG