Accessibility links

logo-print

ქაშმირში ბავარიის სახელმწიფო ორკესტრის კონცენტრი გაიმართა


ინდოეთსა და პაკისტანს შორის გაყოფილ სადავო ოლქ ქაშმირში, ინდოეთის მხარეს, სრინაგარში, გაიმართა გერმანიის, ბავარიის სახელმწიფო ორკესტრის კონცერტი, მიუხედავად უსაფრთხოების ვითარების დაძაბულობისა. ორკესტრს დირიჟორობდა წარმოშობით ინდოელი, ზუბინ მეჰთა. კლასიკური მუსიკის კონცერტს დაესწრო 1500 საგანგებოდ მიწვეული სტუმარი. ადგილობრივი მედია იუწყებოდა, რომ მცირე ექსტრემისტული ჯგუფი იმუქრებოდა, რომ „უცხოელ ტურისტებს“ თავს დაესხმებოდა, თუ ისინი კონცერტზე მივიდოდნენ.
XS
SM
MD
LG