Accessibility links

logo-print

მოსკოვში საარჩევნო უბნები დაიხურა


მოსკოვის მერის არჩევნებზე, საღამოს ექვსი სათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტიურობა უდრიდა 26-ნახევარ პროცენტს, იტყობინება ქალაქის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ვალენტინ გორბუნოვი. საარჩევნო უბნები უკვე დახურულია, მიმდინარეობს ბიულეტენების დათვლა. მოსკოვის საქალაქო ხელისუფლებამ ნება დართო მერობის ერთ-ერთ კანდიდატს, ალექსეი ნავალნის, ორშაბათს ჩაატაროს თავყრილობა, ბოლოტნაიას მოედანზე, სადაც 2011 და 2012 წლებში ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები მოეწყო.
XS
SM
MD
LG