Accessibility links

კარზაის წარმოადგენელმა უარყო ჯეიმს დობინსის შეფასება


ავღანეთის პრეზიდენტის, ჰამიდ კარზაის წარმომადგენელმა, აიმალ ფაიზიმ უარყო ავღანეთსა და პაკისტანში აშშ-ის საგანგებო წარგზავნილის, ჯეიმს დობინსის შეფასება, რომ „ავღანეთში სამოქალაქო ომია“. ფაიზიმ განაცხადა, რომ თუ ავღანეთში მართლაც სამოქალაქო ომია, ეს ნიშნავს, რომ აშშ ტერორიზმთან კი არ იბრძვის, არამედ სამოქალაქო ომში. ფაიზის თქმით, სამოქალაქო ომი „ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ჩარევას არ მოითხოვდა“. ფაიზიმ დასძინა, რომ ავღანეთი ტერორიზმის მსხვერპლია და აშშ-ის და ნატოს ავღანეთში ყოფნის მიზეზი გაეროს მანდატია, მხოლოდ ტერორიზმთან ბრძოლა. დობინსმა გასულ ხუთშაბათს უთხრა „ამერიკის ხმას“, რომ „რა თქმა უნდა, ავღანეთში უკვე სამოქალაქო ომია“.
XS
SM
MD
LG