Accessibility links

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: სირიაზე ყოველგვარი თავდასხმა უკანონო იქნება


ირანის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სირიაზე აშშ-ის მეთაურობით მოწყობილი ყოველგვარი თავდასხმა იქნება გაეროს ქარტიის დარღვევა და ამდენად, უკანონო. მოჰამად ჯავად ზარიფმა კვირას ბაღდადში, თავისი, ამ სტატუსით, პირველი ოფიციალური მოგზაურობის დროს უცხოეთში, განაცხადა, რომ „ცივილიზებულმა ქვეყნებმა“ ათწლეულების წინ უთხრეს უარი ძალის გამოყენებას, როგორც უკანონო პრაქტიკას, როცა გაეროს ქარტიას მოაწერეს ხელი. ერაყის შიიტურ მთავრობას ნეიტრალური პოზიცია უჭირავს სირიის კონფლიქტში და გააფრთხილა დასავლეთი სირიაში ინტეარვენციის თაობაზე. ირანი, სირიის მთავარი რეგიონული მოკავშირე, სირიაზე იერიშის წინააღმეგია.
XS
SM
MD
LG