Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნის მომხრეები გააპროტესტებენ მოსკოვის მერის არჩევნების შედეგებს


დღეს, საღამოს შვიდ საათზე მოსკოვში, მოედან „ბოლოტნაიაზე“ ალექსეი ნავალნის მომხრეები შეიკრიბებიან. მოსკოვის საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, ნავალნიმ მერის არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა. კვირას ღამით ალექსეი ნავალნიმ განაცხადა, რომ მოსკოვის მერის არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ ცნობს, რადგან, მისი თქმით, არჩევნებზე იყო ფალსიფიკაციის შემთხვევები. მოსკოვის მერის არჩევნების შედეგები თითქმის მთლიანად დათვლილია. ოფიციალური მონაცემებით, მოსკოვის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სერგეი სობიანინმა ხმების 51,27% მიიღო, მეორე ადგილზე კი ალექსეი ნავალნი გავიდა და ხმების 27,33% მიიღო. მოსკოვის მერის არჩევნებზე ამომრჩევლის დაბალი აქტიურობა იყო.
XS
SM
MD
LG