Accessibility links

logo-print

მოსკოვის მერის არჩევნებში გამარჯვებულად სობიანინი გამოცხადდა


მოსკოვის მერის არჩევნებში მოქმედმა მერმა, სერგეი სობიანინმა გაიმარჯვა. მოსკოვის საარჩევნო კომისიამ ორშაბათს დილით გამოაცხადა, რომ სობიანინს ხმების 51,37% ერგო. მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი, ალექსეი ნავალნი ხელისუფლებას კენჭისყრის გაყალბებაში ადანაშაულებს. არჩევნების შედეგად ნავალნი მეორე ადგილზე გავიდა ხმების 27,24%-ით. ის მასობრივი საპროტესტო აქციებით იმუქრება, თუ ხელისუფლება არ აღიარებს, რომ სობიანინს ხმების 50%-ზე ნაკლები ერგო. ნავალნი არჩევნების მეორე რაუნდის ჩატარებას ითხოვს. კენჭისყრაში ელექტორატის 32% მონაწილეობდა.
XS
SM
MD
LG