Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვის ვარაუდით, სირიაზე სამხედრო დარტყმას ტერორისტების გააქტიურება მოჰყვება


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი გამოდის გაფრთხილებით, რომ სირიაზე შეერთებული შტატების სამხედრო დარტყმას შესაძლოა, ტერორისტების გააქტიურება და ლტოლვილების ახალი ტალღა მოჰყვეს. ამ შინაარსის განცხადება ლავროვმა მოსკოვში, სირიის საგარეო უწყების ხელმძღვანელ ვალიდ ალ-მუალემთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მათი შეხვედრის ფონია შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას მოწოდება კანონმდებლებისადმი, მხარი დაუჭირონ სირიის მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმების განხორციელებას, ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების გამო. ხოლო მოსკოვი კვლავინდებურად შესაძლებლად მიიჩნევს კრიზისის პოლიტიკური გზით მოგვარებას. ლავროვის განცხადებით, სირიის რეჟიმი მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის.
XS
SM
MD
LG