Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პატრიარქი მოლდავეთსა და მის სეპარატისტულ რეგიონს ეწვია


რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელი, პარტიარქი კირილე მოლდავეთსა და მის სეპარატისტულ რეგიონს, დნესტრისპირეთს ეწვია. დნესტრისპირეთში მან ტირასპოლის დედათა მონასტერი აკურთხა. ის წუხელ ჩავიდა ტირასპოლში კიშინიოვიდან, სადაც მოლდაველ ოფიციალურ პირებს შეხვდა. პატრიარქის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსეთის ვიცე-პრემიერმა დმიტრი როგოზინმა მოლდავეთი გააფრთხილა, ნუ მოაწერს ხელს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რადგან ასეთი ნაბიჯი ხელს შეუშლიდა დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარებას. სეპარატისტული რეგიონი მოსკოვის მხარდაჭერით სარგებლობს და 1990-ანი წლების დასაწყისში მოიპოვა დე ფაქტო დამოუკიდებლობა.
XS
SM
MD
LG