Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტკოვსკაიას სახელობის პრემია ჟურნალისტ ოლგა ალიონოვას მიენიჭა


რუსეთის ჟურნალისტთა კავშირმა ანა პოლიტკოვსკაიას სახელობის პრემია მიანიჭა გაზეთ „კომერსანტის“ კორესპონდენტ ოლგა ალიონოვას, რომელიც, ისევე როგორც თავის დროზე პოლიტკოვსკაია, ხშირად წერს ჩრდილოეთ კავკასიაზე. ალიონოვას კვირას გადაეცა პრემია. 8 სექტემბერს რუსეთში აღნიშნეს ჟურნალისტებთან სოლიდარობის საერთაშორისო დღე და პატივი მიაგეს ჟურნალისტებს, რომელთა სიკვდილიც მათ პროფესიულ საქმიანობას უკავშირდებოდა. ანა პოლიტკოვსკაია 2006 წლის 7 ოქტომბერს მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით ხუთ ეჭვმიტანილს ასამართლებენ, მაგრამ გამოძიებას ჯერ არ დაუსახელებია პირები, რომელთა დაკვეთითაც, სავარაუდოდ, მოხდა მკვლელობა.
XS
SM
MD
LG