Accessibility links

ფილიპინებში მსხვერპლი მოჰყვა მუსლიმ მეამბოხეებთან შეტაკებას


ფილიპინების სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, სულ ცოტა, ექვსი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა მთავრობის ჯარებსა და მუსლიმ მეამბოხეებს შორის შეტაკებისას. დაპირისპირება სამხრეთში მდებარე საპორტო ქალაქ ზამბოანგასთან მოხდა, როცა ჯარისკაცებმა გზა ჩაუკეტეს 300-მდე მეამბოხეს - მოროს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ფრონტის წევრებს. ცნობების თანახმად, მეამბოხეებს 20-მდე მძევალი ჰყავდათ აყვანილი. მოროს ეროვნულ-განმანთავისუფლებელმა ფრონტმა 40 წელიწადზე მეტი ხნის წინ დაიწყო ბრძოლა სამხრეთ ფილიპინების მინდანაოს რეგიონში დამოუკიდებელი ისლამური სახელმწიფოს შესაქმნელად. 1996 წელს მან მთავრობასთან სამშვიდობო შეთანხმება გააფორმა, მაგრამ ზოგი მომცრო ჯგუფი ბრძოლას განაგრძობს.
XS
SM
MD
LG