Accessibility links

logo-print

საჭიროების შემთხვევაში სოხუმში რუს კრიმინალისტებსაც მიიწვევენ


სოხუმში რუსი დიპლომატის მკვლელობას საგანგებო ფაქტი უწოდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რომელმაც სპეციალური თათბირი გამართა. ალექსანდრ ანქვაბმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოძიების პროცესს პირადად დააკვირდება და საჭიროების შემთხვევაში სოხუმში რუს კრიმინალისტებსაც მიიწვევენ. დიმიტრი ვიშერნიოვის მკვლელობა პროვოკაციად და აფხაზეთის სტაბილურობასა და მშვიდობაზე თავდასხმად შეაფასა დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. მისი განცხადებით, დანაშაული მიმართულია რუსეთ-აფხაზეთის სტრატეგიული ურთიერთობის წინააღმდეგ და აქვს რამდენიმე, მათ შორის პოლიტიკური მიზანი.
XS
SM
MD
LG