Accessibility links

logo-print

დავით ზალკალიანი სისულელეს უწოდებს НТВ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სისულელე უწოდეს რუსეთის ტელეარხის, НТВ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სირიაში გამოყენებული ქიმიური იარაღი შექმნილი იყო აშშ-ის მხარდაჭერით თბილისში მოქმედ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში. ”უმაღლესი სტანდარტების ლაბორატორიის მუშაობა სრულიად გამჭვირვალეა, მხოლოდ სამეცნიერო მიზნებს ემსახურება და ამიტომ, გავრცელებული ინფორმაცია იმდენად სისულელეა, რომ პასუხის გაცემაც არ ღირს", - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა. ლუგარის ცენტრის მუშაობას დღეს საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად გაეცნენ ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG