Accessibility links

logo-print

საგარეო საქმეთა სამინისტრო: ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი 2014 წლის შემოდგომამდე მოეწერება


ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი 2014 წლის შემოდგომამდე მოეწერება - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა. მან საქართველოსთვის ძალიან სასიხარულო უწოდა გასული კვირის ბოლოს რიგაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებით ვილნიუსის სამიტზე ასოცირების შეთანხმების პარაფირების შემდეგ დაჩქარდება დოკუმენტის ხელმოწერა. დავით ზალკალიანის განმარტებით, საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირების შემდეგ, დოკუმენტის ხელმოწერას უკვე ორ წელიწადზე მეტია ელოდება. ”ამიტომ ის, ფაქტი, რომ პარაფირებიდან რამდენიმე თვეში მოხდება ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, მიუთითებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს რაც შეიძლება სწრაფად ინტეგრაცია” - განაცხადა დავით ზალკალიანმა
XS
SM
MD
LG