Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო მერაბიშვილი თავს ბიძინა ივანიშვილის მთავრობის პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს


ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი თავს ბიძინა ივანიშვილის მთავრობის პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს. მერაბიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უდანაშაულობის დასამტკიცებლად ადვოკატებთან ერთად ყველაფერს გააკეთებს. "ძალიან კარგად მესმის, რომ ეს პოლიტიკური პროცესია და ჩემი დაპატიმრება მოხდა მთავარი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დასასუსტებლად და მოახლოებული არჩევნების წინ პარტიის რიგებში დაბნეულობისა და დეზორგანიზაციის შემოსატანად,” - აღნიშნავს ვანო მერაბიშვილი. ყოფილი პრემიერ-მინისტრი მისი საქმის პოლიტიკური მოტივის დასტურად მიიჩნევს იმას, რომ აღკვეთის ზომად პატიმრობა არაუფლებამოსილმა მოსამართლემ შეუფარდა. მერაბიშვილი დარწმუნებულია, რომ მის საქმეში არსებულ დარღვევებს სტრასბურგის სასამართლო შესაბამის ყურადღებას მიაქცევს და "როგორც საერთაშორისო, ისე ქართული საზოგადოება დარწმუნდება, რომ სახეზეა მხოლოდ პოლიტიკური დევნა და ამ ყველაფერს საერთო არ აქვს სამართალსა და სამართლიანობასთან.”
XS
SM
MD
LG