Accessibility links

logo-print

წულუკიანი: თუ ვანო მერაბიშვილის საქმეზე არაუფლებამოსილმა მოსამართლემ იმსჯელა, ამას პასუხი მართლმსაჯულების ხელმძღვანელებმა უნდა გასცენ


საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს კვლავ განმარტა, რომ თუ ვანო მერაბიშვილის საქმეზე არაუფლებამოსილმა მოსამართლემ იმსჯელა, ამას პასუხი მართლმსაჯულების ხელმძღვანელებმა უნდა გასცენ. "ეს არის სასამართლო ხელისუფლების თემა და თუ აღმოჩნდება, რომ მოსამართლე არაუფლებამოსილი იყო, გასაჩივრების შემთხვევაში, საქმეზე ევროპული სასამართლოც იმსჯელებს", - განუცხადა ჟურნალისტებს წულუკიანმა.
XS
SM
MD
LG