Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში გაიმართა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია


პაკისტანში გაიმართა ახალი პრეზიდენტის, მამნუნ ჰუსაინის ინაუგურაცია. ფიცის დადების ცერემონიას, რომელიც ისლამაბადში გაიმართა, უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლე, იფტიხან ჩაუდრი გაუძღვა. ჰუსაინის წინამორბედი, ასიფ ალი ზარდარი, კვირას გადადგა პრეზიდენტობის ხუთწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ. ის პაკისტანის დემოკრატიულად არჩეული პირველი ლიდერია, რომელსაც სრული ვადის ამოწურვამდე მიეცა პოსტზე დარჩენის შესაძლებლობა. ახალი პრეზიდენტი, 73 წლის მამნუნ ჰუსაინი წელს, ივლისში აირჩიეს პარლამენტის წევრებმა. ჰუსაინი ბიზნესმენია, პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფის პარტიის წევრი.
XS
SM
MD
LG