Accessibility links

logo-print

საქართველოში სამხედრო ავია-შოუ გაიმართა


თბილისში გაიმართა საქართველოს სამხედრო ავიაციის ისტორიაში პირველი ავია-შოუ. ის გამოჩენილი ქართველი ავიატკონსტრუქტორის, ალექსანდრე ქართველიშვილის დაბადების 117-ე წლისთავს მიეძღვნა. ქართველიშვილი შეერთებულ შტატებში მოღვაწეობდა და პირველი ამერიკული ავიაგამანადგურებლის შემქმნელად ითვლება. თბილისში, 31-ე ქარხნის სამხედრო აეროდრომზე გამართულ ავია-შოუში სუ-25 და ელ-39 ტიპის 11 თვითმფრინავი მონაწილეობდა. 31-ე ქარხნის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის გამოფენაც მოეწყო, ხოლო ქარხანას ალექსანდრე ქართველიშვილის სახელი მიენიჭა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, სასჯელაღსრულების მინისტრი, თბილისის მერი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სამხედრო და სამოქალაქო პირები.
XS
SM
MD
LG