Accessibility links

logo-print

სირია „მიესალმება“ რუსეთის წინადადებას


რუსეთი სირიას მოუწოდებს, „საერთაშორისო კონტროლს“ დაუქვემდებაროს თავისი ქიმიური არსენალი, რათა თავიდან აიცილოს სამხედრო დარტყმები. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ეს იდეა ორშაბათს მოსკოვში გააცნო სირიის საგარეო საქმეთა მინისტრ ვალიდ ალ-მუალემს - რომელმაც განაცხადა, რომ სირია „მიესალმება რუსეთის ინიციატივას“. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მრჩეველი, ტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ვაშინგტონი ყურადღებით შეისწავლის რუსეთის გეგმას. უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს შეუძლია, თავიდან აიცილოს შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაცია, თუ ერთი კვირის განმავლობაში ჩააბარებს ქიმიურ იარაღს. მაგრამ კერიმ იქვე დასძინა, რომ დამასკს არ სთავაზობს რაიმე გარიგებას. ამასობაში, სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა ვაშინგტონი გააფრთხილა, რომ „ყველაფერს უნდა მოელოდეს“, დამასკის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმის განხორციელების შემთხვევაში. ამ შინაარსის განცხადება მან ამერიკულ ტელევიზიასთან ინტერვიუში გააკეთა და კიდევ ერთხელ უარყო ბრალდება ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ.
XS
SM
MD
LG