Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ცსკ-ს თვმჯდომარეობის კანდიდატები წარუდგინა


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამი კანდიდატურა წარადგინა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე. ესენი არიან: თამარ ჟვანია, მანუჩარ გამყრელიძე და კონსტანტინე ამირაჯიბი. კანონის თანახმად, ცსკ-ში პარტიების მიერ დანიშნული წევრები ხუთი დღის ვადაში ირჩევენ თავმჯდომარეს. კენჭისყრაში არ მონაწილეობს წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრი.
თუ კანონით განსაზღვრულ დროში ცენტრალური საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, იმავე კანდიდატურებიდან ცსკ-ის თავმჯდომარეს საქართველოს პარლამენტი შვიდი დღის ვადაში ირჩევს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო თავმჯდომარე, ზურაბ ხარატიშვილი თანამდებობიდან რამდენიმე კვირის წინ, პოლიტიკური მიზნებით გადადგა. იგი პრეზიდენტობის კანდიდატია.
XS
SM
MD
LG