Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი ექსპერტები ქართულ საწარმოებს შეამოწმებენ


16 სექტემბერს საქართველოს ეწვევიან რუსეთის სანიტარული სამსახურის, „როსპოტრებნადზორის“ ინსპექტორები, რომლებიც მესამე ვიზიტის ფარგლებში 30-მდე ქართულ კომპანიას შეამოწმებენ. მათ შორის არიან ღვინის, სპირტის, ლუდისა და მინერალური წყლების მწარმოებელი კომპანიები. ვიზიტის ფარგლებში ექსპერტები საწარმოებს მთელი ქვეყნის მასშტაბით შეამოწმებენ. „როსპოტრებნადზორის“ თანახმად, რუსეთის ბაზარზე ამ დროისთვის დაშვებულია მინერალური წყლის ოთხი და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი 65 კომპანია.
XS
SM
MD
LG