Accessibility links

logo-print

ობამა „პოტენციურად პოზიტიურს“ უწოდებს იდეას, რომელიც ეხება სირიის ქიმიური იარაღის ჩაბარებას


აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას „პოტენციურად დადებითად“ მიაჩნია რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს სირიის ქიმიური იარაღის საერთაშორისო კონტროლს დაქვემდებარებას. მაგრამ ობამა შიშობს, რომ ამ იდეას კონფლიქტისთვის ბოლოს მოღების შესაფერხებელ ტაქტიკად გამოიყენებენ. ამ საკითხს ობამა ორშაბათს რამდენიმე ინტერვიუში შეეხო მაშინ, როცა ამერიკელი კანონმდებლები მსჯელობენ იმის შესახებ, უნდა დათანხმდნენ თუ არა ობამას დამასკის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის განხორციელებაზე, ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების გამო. სირიის მიერ ქიმიური იარაღის ჩაბარების იდეაზე დისკუსიების გამო, სენატში გადაიდო სამხედრო დარტყმის საკითხზე დაგეგმილი საცდელი კენჭისყრა.
XS
SM
MD
LG