Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთში დამნაშავედ ცნეს ჯგუფურ გაუპატიურებაში ბრალდებული ოთხი პირი


ინდოეთში სასამართლომ დამნაშავედ ცნო შარშან დელიში ახალგაზრდა ქალის გაუპატიურებასა და მკვლელობაში ბრალდებული ოთხი პირი. განაჩენს ოთხშაბათს გამოაცხადებენ. მათ სიკვდილით დასჯა ემუქრება. ოთხივე უარყოფს ბრალდებებს. 23 წლის სტუდენტი ქალი დეკემბერში ავტობუსში ჯგუფურად გააუპატიურეს და სცემეს, რის შემდეგაც ის ორ კვირაში გარდაიცვალა. მისმა ამბავმა მწვავე პროტესტი და აქციები გამოიწვია ინდოეთში. მეხუთე ბრალდებულს განაჩენი ჯერ კიდევ აგვისტოში გამოუტანეს - მას, რახან დანაშაულში თანამონაწილეობისას 17 წლის იყო, სამი წლით პატიმრობა შეეფარდა. კიდევ ერთი ბრალდებული მარტში, საპატიმროს საკანში ჩამოხრჩობილი იპოვეს.
XS
SM
MD
LG