Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი მუშაობს „კონკრეტულ გეგმაზე“ სირიის მიერ ქიმიური იარაღის ჩასაბარებლად


რუსეთი აცხადებს, რომ მუშაობს „მკაფიო, კონკრეტულ“ გეგმაზე სირიის ქიმიური იარაღის საერთაშორისო კონტროლს დასაქვემდებარებლად. საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის დღევანდელი განცხადებით, მოსკოვი დამასკთან განიხილავს გეგმის დეტალებს. წინადადება, რომელიც სირიის ქიმიურ იარაღზე საერთაშორისო კონტროლის დაწესებას ითვალისწინებს, ორშაბათს გამოცხადდა, სირიის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ოპერაციის თავიდან ასაცილებლად. მას ვაშინგტონში თავშეკავებული რეაქცია მოჰყვა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ „პოტენციურად დადებითი“ უწოდა ინიციატივას, მაგრამ გამოთქვა შეშფოთება, რომ სირიის მმართველმა რეჟიმმა ეს იდეა შესაძლოა, პროცესის შესაფერხებელ ტაქტიკად გამოიყენოს. დამასკი ქიმიური იარაღის ჩაბარების ინიციატივას მიესალმა, მაგრამ ჯერ არ უთქვამს მასზე თანხმობა. სირიელი ოპოზიციონერები ამ ინიციატივას „პოლიტიკურ მანევრად“ მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG