Accessibility links

logo-print

ავღანეთში მსხვერპლი მოჰყვა გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქებას


ავღანეთში, სულ ცოტა, შვიდი სამოქალაქო პირი დაიღუპა გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად. ინციდენტი აღმოსავლეთში მდებარე ღაზნის პროვინციაში მოხდა. პოლიციის წარმომადგენლების ცნობით, აფეთქების შედეგად დაღუპულებს შორის სამი ბავშვია. ისინი ისხდნენ ავტობუსში, რომელიც სამხრეთში მდებარე ყანდაარის პროვინციიდან ქაბულში მიდიოდა და გზაზე აფეთქდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია.
XS
SM
MD
LG