Accessibility links

logo-print

ირანის პრეზიდენტის თქმით, "ხალხის უფლებაა" ჰქონდეს ბირთვული პროგრამა


ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანის განცხადებით, მისი მთავრობა უარს არ იტყვის „ხალხის უფლებაზე“, ჰქონდეს ბირთვული პროგრამა. ამ საკითხზე როჰანიმ სამშაბათს, სასულიერო პირებთან შეხვედრისას ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, დასავლეთის ქვეყნებს უნდა ესმოდეთ, რომ ბევრს ვერაფერს მიაღწევენ ირანის წინააღმდეგ „სანქციებით და ზეწოლით“. მიმდინარე თვეში ნიუ-იორკში გაიმართება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯავად ზარიფისა და ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის, კეტრინ ეშტონის შეხვედრა, ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების განახლების მიზნით. დასავლეთში შიშობენ, რომ პროგრამა ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურება. თეირანი უარყოფს ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG