Accessibility links

logo-print

ერაყში აფეთქებებმა, სულ ცოტა, 14 ადამიანი შეიწირა


ერაყში ძალადობამ დღეს, სულ ცოტა, 14 ადამიანი შეიწირა. აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ბაკუბაში სამი დანაღმული ავტომანქანა ააფეთქეს ბაზრებში, რის შედეგადაც დაიღუპა, სულ ცოტა, 10 და დაიჭრა 34 ადამიანი. აფეთქება მოეწყო ქალაქ ლატიფიაშიც, რომელიც ბაღდადის სამხრეთით 30-მდე კილომეტრში მდებარეობს. შედეგად დაიღუპა ოთხი და დაიჭრა 14 ადამიანი. ძალადობაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია. გაეროს მონაცემებით, რომლებიც დღეს გამოქვეყნდა, ერაყში ძალადობამ მარტო განვლილი ხუთი თვის განმავლობაში 4000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.
XS
SM
MD
LG