Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაქრაძის საარჩევნო შტაბს ალექსანდრე კვიტაშვილი უხელმძღვანელებს


ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის საარჩევნო შტაბს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი უხელმძღვანელებს. "ჩემი და გუნდის სურვილი იყო, რომ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ყოფილიყო საზოგადოებაში ცოდნით, წესიერებით და კომპეტენტურობით ცნობილი ადამიანი, რომელიც არ იქნებოდა დაკავშირებული სკანდალებთან, არეულობასა და საზოგადოების დაპირისპირებასთან” - განაცხადა ალექსანდრე კვიტაშვილის წარდგენისას დავით ბაქრაძემ. თავად კვიტაშვილმა ბაქრაძეს უწოდა ”გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელმაც დაამტკიცა, რომ შეუძლია ნებისმიერი კატეგორიის პოლიტიკოსთან გამონახოს საერთო ენა” და იყოს საქართველოს ევროატლანტიკური კურსის შენარჩუნების გარანტი.
XS
SM
MD
LG