Accessibility links

ემზარ გოგუაძემ უსაფუძვლო უწოდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებას


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ უსაფუძვლო უწოდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებას, რომ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გიორგი ბარათაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება უკანონოა. როგორც თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ემზარ გოგუაძემ განაცხადა, სამეურვეო საბჭოს ორი წევრი, ნატალია დვალი და ნინო დანელია, სხდომაში Skype-ის საშუალებით მონაწილეობდნენ, შესაბამის ვიდეომასალაშიც ჩანს, რომ გადაწყვეტილებას მხარს უჭერენ, დამადასტურებელი დოკუმენტი კი ელექტრონული ფოსტით გამოგზავნეს. ”სხდომას ესწრებოდნენ მათი წარმომადგენლები, რომლებსაც თან ჰქონდათ ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი და შესაბამისად, ოქმს ხელი მოაწერეს", - აღნიშნა გოგუძემ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 9 სექტემბერს განაცხადა, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაში მონაწილეობასა და ხმის მიცემას წარმომადგენლის მეშვეობით და საბჭოს წევრს არცერთი ნორმატიული აქტით არ აქვს მინიჭებული უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილება წარმომადგენლის მეშვეობით.
XS
SM
MD
LG