Accessibility links

logo-print

აშშ მზად არის, გაეროში განიხილოს რუსეთის გეგმა სირიის შესახებ


თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი თანახმაა, გაეროში განიხილოს რუსეთის გეგმა სირიის ქიმიური იარაღით გამოწვეული კრიზისის მოსაგვარებლად. თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომლის ვინაობაც საჯაროდ არ სახელდება, ჟურნალისტებს უთხრა, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი ტელეფონით საუბრისას შეთანხმდნენ, რომ რუსეთთან და ჩინეთთან ითანამშრომლებენ მოსკოვის გეგმის განსახილველად. ეს გეგმა ითვალისწინებს სირიის მთელი ქიმიური იარაღის „საერთაშორისო კონტროლს“ დაქვემდებარებას, მისი განადგურების უზრუნველსაყოფად. სირიის მთავრობამ სამშაბათს გააკეთა განცხადება, რომ თანახმაა რუსეთის ამ გეგმაზე. მაგრამ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლორან ფაბიუსმა ასევე სამშაბათს აღნიშნა, რომ მოსკოვი ეწინააღმდეგება სირიის ქიმიური იარაღის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას.
XS
SM
MD
LG