Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო-რუსეთის საზღვარზე განახლებული საბაჟო-გამშვები პუნქტი გაიხსნა


საქართველო-რუსეთის საზღვარზე განახლებული საბაჟო-გამშვები პუნქტი, "ყაზბეგი" გაიხსნა. გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოებმა ერთი წელი გასტანა. მათზე საქართველოს ბიუჯეტიდან 10 მლნ ლარი დაიხარჯა. რეკონსტრუქციის შედეგად, საბაჟო-გამშვები პუნქტი დღეში 13 ათასამდე ადამიანის მომსახურებას ასწრებს. ობიექტის გახსნის ცერემონიას საქართველოს მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრი დაესწრო. ისევე როგორც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე. აბაშიძეს სჯერა, რომ ახალი ტერმინალების შექმნა ხელს შეუწყობს რუსეთთან ურთიერთობების გაფართოებას. მან აღნიშნა ასევე, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან მორიგ შეხვედრას მიმდინარე თვეში, 20 სექტემბრამდე გამართავს. აბაშიძე-კარასინის ეს შეხვედრაც პრაღაში გაიმართება.
XS
SM
MD
LG