Accessibility links

გაეროს გამომძიებლები: სირიაში ორივე მხარეს აქვს ჩადენილი სამხედრო დანაშაულები


გაეროს გამომძიებლები აცხადებენ, რომ მიღებული აქვთ ინფორმაცია ბრალდებებზე სირიაში, „ძირითადად, მთავრობის ჯარების მიერ“ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. ამის შესახებ ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში იუწყება გაეროს კომისია, რომელიც სირიაში ადამიანის უფლებების დარღვევას იძიებს. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ჯერ ვერ დაადგინეს, რომელი ქიმიური ნივთიერება და მიწოდების სისტემა იქნა გამოყენებული, არ დაუდგენიათ არც სავარაუდო ბოროტმოქმედთა ვინაობა. ანგარიშში ნათქვამია, რომ სირიის ომში ორივე დაპირისპირებულ მხარეს აქვს ჩადენილი სამხედრო დანაშაულები, რომელთა შორისაც არის სამოქალაქო პირების დახოცვა, მძევლად აყვანა, მოწინააღმდეგეების სიკვდილით დასჯა. ანგარიშში ასახული პერიოდი არ მოიცავს 21 აგვისტოს, როცა დამასკთან, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღი გამოიყენეს.
XS
SM
MD
LG